ჯანდაცვა
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 81 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 164 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება. აჭარა - 20, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 22, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 271 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 873 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 845 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google