ჯანდაცვა
კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 1.82 %,
19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.52 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.49%.

ამ დროისთვის კორონავირუსის 277 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 784, გარდაიცვალა 3 691 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google