ჯანდაცვა
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 83 კოვიდინფიცირებული იმყოფება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 216 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება : : აჭარა - 29, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 276 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, 168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 498 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google