ჯანდაცვა
შესაძლოა ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისთვის გამოიყოს
შესაძლოა 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა, ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით და ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

„როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. დღეს საქართველო Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google