ჯანდაცვა
დღეიდან მოქალაქეებს ვაქცინის არჩევის საშუალება ექნებათ
65 წელს ზემოთ მოქალაქეებს დღეიდან საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული.
„გადაწყდა, რომ ორივე ვაქცინა გამოიყენება როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების ასაცრელად. ყველაზე ეფექტიანად ითვლება Pfizer-ი, 95%-იანი ეფექტიანობა ახასიათებს. ორივე ვაქცინა 100%-ით იცავს მძიმე გართულებებისგან ინფიცირებულებს და ამით ამცირებს მათი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს და ასევე სიკვდილიანობას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამავე დროს, მათ თითქმის ერთნაირად აქვთ ის გვერდითი მოვლენები, რაც საერთოდ კოვიდ-ვაქცინებს ახასიათებს, რომლებიც შეყვანიდან 1 ან 2 დღეში გადის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უშუალოდ Pfizer-ით აცრა სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება

| Print |
FaceBook Twitter Google