ჯანდაცვა
ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა- გელა ორველაშვილი

გუშინ ჩუმლაყში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი პიროვნება ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათგან ერთი თბილისშია გადაყვანილი, ორი კი, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში განაგრძობს მკურნალობას.



ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალპროფილური ცენტრის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„შემოიყვანეს სამი დაჭრილი. ერთს თვალის დაზიანება ჰქონდა და გადავიყვანეთ თბილისში თვალის კლინიკაში. მეორეს გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა, ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მესამე პაციენტს ჰქონდა მრავლობითი ჭრილობები თავის, მუცლის, ნაწლავების,მენჯ-ბარძაყის, სახსრის მიდამოების და წვივების არეში. მას ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაცია და ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები.“

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ დილით სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ოთხ ადამიანს, რომლებიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდნენ, სროლა აუტეხეს, რის შედეგადაც ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google