დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი- 1246 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 238,
იმერეთში - 173, ქვემო ქართლში - 119, შიდა ქართლში - 123, გურიაში -
43, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 100, კახეთში - 126,
მცხეთა-მთიანეთში -50, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთში - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476
საიდანაც: 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე
პაციენტია 906 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199
პაციენტი. 1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 14 313
პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ივლისის
პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია
- 24 972 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 057
ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 219, პირი, აჭარაში - 2 141,
იმერეთში - 1 514. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395
621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები