ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 3780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღეღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3780 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 2052, ხოლო გარდაიცვალა 30.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 41 907 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3780 შემთხვევა. როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელები განმარტავენ, ქვეყანაში ინფიცირებულთა 80%-ს აქვს ვირუსის დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდები და მძიმეა

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 9.02%;
ბოლო 7 დღის - 8.98%;
ბოლო 14 დღის - 8.05%.


| Print |
FaceBook Twitter Google