ჯანდაცვა
კახეთში კიდევ 299 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1640 ისევ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 628, იმერეთი - 395, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 172, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 740 PCR ტესტით. 5 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.

| Print |
FaceBook Twitter Google