ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსით 452 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 2298 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 877, იმერეთში - 789, ქვემო ქართლში - 355, შიდა ქართლში - 318, გურიაში - 188, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 313, კახეთში - 452, მცხეთა-მთიანეთში - 140, სამცხე-ჯავახეთში - 122, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 62.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 312 საიდანაც: 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 461 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი. 3 450 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 46 833 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 513 პირი. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 051 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google