ჯანდაცვა
სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა გაიზარდა
სპეციალისტების განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვთა ასაკში ინფიცირება უფროსი თაობის პასუხისმგებლობაა, რადგან უფროსებმა უნდა უზრუნველყონ თავის დაცვა, რათა ბავშვებიც დაცულები იყვნენ ინფიცირებისგან.

„ბოლო ორი თვეა, ბავშვთა ასაკში მიმართვიანობამ მნიშვნელოვნად იმატა. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული ბავშვები სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. თუ საკუთარ ავადობას ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ, ბავშვების ავადობა აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ პატარებს“, - აცხადებს ბავშვთა ინფექციონისტი სალომე ბულია

| Print |
FaceBook Twitter Google