ჯანდაცვა
კორონავირუსის კიდევ 4921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4921 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4471 პაციენტი. გარდაიცვალა 58.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 501297 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 436977, გარდაიცვალა 6590 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google