ჯანდაცვა
მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი - თამარ გაბუნია
ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაქსიმალურია.
„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში ვირუსს 58 ადამიანი ემსხვერპლა. ეს გარდაცვალების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გაბუნია / საწოლი /