ჯანდაცვა
„სინოფარმის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დროებით შეიზღუდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.

უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა მიმდინარე წლის 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.

„შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით. პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

| Print |
FaceBook Twitter Google