ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.52%.ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581.
კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google