ჯანდაცვა
საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 31 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 1402 ადამიანი.

საქართველოში აცრამ მკვეთრად იკლო ოქტომბრიდან. გასულ თვეში, ყველაზე მეტი, დღიურად 9000-ზე მეტი აცრა მხოლოდ ორჯერ გაკეთდა, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 978 857 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 036 464 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 36.5%. სრულად ვაქცინირებულია - 940 546, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.9%-ია

| Print |
FaceBook Twitter Google