ჯანდაცვა
კახეთში მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია აცრილი
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი (NCDC) ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვაქცინირებული ადამიანი თბილისშია, სადაც მინიმუმ 1 დოზით 512,618 ადამიანი, ხოლო ორივე დოზით 483,311 ადამიანი აიცრა. თბილისში მინიმუმ 1 დოზით აცრილია მოსახლეობის 43%.

მინიმუმ 1 დოზით აცრილთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

● თბილისი - 43%;
● იმერეთი - 24%;
● აჭარა - 34%;
● სამეგრელო-ზემო სვანეთი - 21%;
● შიდა ქართლი - 22%;
● კახეთი - 15%;
● ქვემო ქართლი - 10%;
● გურია - 23%;
● მცხეთა-მთიანეთი - 26%;
● სამცხე-ჯავახეთი - 13%;
● რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28%.

ბოლო 24 საათში საქართველოში მხოლოდ 1,402 აცრა ჩატარდა და ამ აცრების ნახევარზე მეტი მეორე დოზით ვაქცინაცია იყო.

1 ნოემრის მონაცემებით, ქვეყანაში მინიმუმ 1 დოზით აცრილია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 36.5%(1 036 464), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 32,9%(940 546).
| Print |
FaceBook Twitter Google