ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ 47 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 726 941-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 669 822. კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 136 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google