ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსით კიდევ 657 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1794 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 149, იმერეთი - 1 189, ქვემო ქართლი - 317, შიდა ქართლი - 512, გურია - 132, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 448, კახეთი - 657, მცხეთა-მთიანეთი - 149, სამცხე-ჯავახეთი - 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 957 საიდანაც:6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 475, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 398. მძიმე პაციენტია 1 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 591, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 336 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 37, იმერეთში - 32. 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 - თბილისში, 205 - აჭარაში.

39 361 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 33 461 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google