ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსით კიდევ 539 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 2253 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარაში – 203, იმერეთში – 1 160, ქვემო ქართლში – 357, შიდა ქართლში – 511, გურიაში – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 442, კახეთში – 539, მცხეთა-მთიანეთში – 197, სამცხე-ჯავახეთში – 137, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -89.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 033 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 38 545, PCR ტესტი – 13 488. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,57%, ბოლო 14 დღის – 9,78%, ბოლო შვიდი დღის – 10,46%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 761 067 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 696 921 გამოჯანმრთელდა, 10 584 კი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google