ჯანდაცვა
ევროკომისიამ ქართული კოვიდ-პასპორტები აღიარა
ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს, ახალი ზელანდიის, სერბეთისა და მოლდოვის კოვიდ-პასპორტები (მწვანე პასპორტები) და ევროპკავშირის კოვიდ-სერტიფიკატი თანაბარძალიანი გახდა.

ამავდროულად, ამ ოთხმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატები, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა.

„მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ ევროკავშირის სისტემაში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების რაოდენობა მუდმივად იზრდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, ხუთი კონტინენტის 49 ქვეყანა და ტერიტორია დაკავშირებულია ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერთიფიკატების სისტემასთან. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევით მუშაობას მოგზაურთა ნდობის გასაძლიერებლად, უსაფრთხო მოგზაურობის მიმართ, ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ,“ -ამბობს ევროკავშირის იუსტიციის კომისარი.

ცნობისთვის, საქართველოში მწვანე პასპორტები პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირს მწვანე პოსპორტი აქვს თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პსრ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე სტატუსი ექნება პირს ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“
| Print |
FaceBook Twitter Google