ჯანდაცვა
კოვიდ-19-ის პირველმა სამკურნალო პრეპარატმა ავტორიზაცია მოიპოვა
აშშ-ის წამლებისა და საკვების ადმინისტრაციამ(FDA) ავტორიზაცია მიანიჭა “ფაიზერის” ანტივირუსულ პრეპარატ “პაქსლოვიდს”. ეს არის პირველი კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ადამიანებს, ინფიცირებიდან მოკლე დროში შეუძლიათ, მიიღონ, რითაც შეამცირებენ ჰოსპიტალიზაციის რისკს. ინფრომაციას აღნიშნულთან დაკავშირებით СNN აქვეყნებს.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 12 წლის ზევით პირებისთვის, რომლებიც იწონიან მინიმუმ 88 ფუნტს (39,92 კგ) და აქვთ კოვიდი. წამლის დანიშვნა ხდება ექიმის მიერ.



„FDA-ის რეკომენდაციით, პრეპარატის მიღება სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაში რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.



“პაქსლოვიდი” შეიცავს ახალ ანტიბაქტერიულ პრეპარატ “ნირმატრევლირს” და შედარებით ძველ “რიტონავირს”. ავადმყოფმა პრეპარატი , სამი აბის სახით, 5 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ უნდა მიიღოს.“ - აღნიშნულია სტატიაში.



გასულ კვირას, ფაიზერმა გამოაქვეყნა ახალი შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ მკურნალობა ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 89%-ით, თუ დაავადებული პრეპარატს ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში მიიღებდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები CNN / FDA / კოვიდი /