ჯანდაცვა
კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება-თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება - საწოლების 50% თითქმის თავისუფალია.
თამარ გაბუნია განმარტავს, რომ დღეისთვის კლინიკური სექტორის დატვირთვა მაღალი არ არის, ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე.

“ კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ყოველდღე იმართება შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიცისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ დამატებით, რა რესურსის მობილიზებაა საჭირო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. იმ პროცესების გამართვაზე, რაც დღეს ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დიდი ნაკადები მართოს,“- ამბობს მინისტრის მოადგილე.


| Print |
FaceBook Twitter Google