ჯანდაცვა
საქართველოში “ომიკრონის” 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 159 შემთხვევა.

3 იანვრის მდგომარეობით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა 148 ადამიანს შეადგენდა, ერთ დღეში გამოვლენილია 11 ახალი შემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევაა. გარდაცვლილია 32 ადამიანი.
| Print |
FaceBook Twitter Google