ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 27 539 ტესტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 პირი ემსხვერპლა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინგორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა - 343, იმერეთი - 179, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 111, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 184 საიდანაც:
• 1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 846 - თბილისში, 281 - აჭარაში.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 1 126 პირი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 539 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 309 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 230 PCR ტესტით.






| Print |
FaceBook Twitter Google