ჯანდაცვა
მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება
კორონოავირუსი კვლავ ვრცელდება მთელ დედამიწაზე, თუმცა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად(დღეში საშუალოდ 2 მლნ შემთხვევა), სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება.

მაგალითისთვის, ლიტვაში დღეში, დაახლოებით, 3800 ინფიცირების ახალი შემთხვევა ვლინდება, უახლოეს დღეებში კი, ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. ამის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სტაბილურია. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, Euronews-ი ავრცელებს.



“ვხედავთ, რომ “ომიკრონი”, მართლაც, დომინირებს. განსხვავება ისაა, რომ არ აღინიშნება მძიმე და რთული შემთხვევები, ნამდვილად, ასეთი შემთხვევბის მატება არ ფიქსირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ “ომიკრონით” ინფიცირებულების უმრავლესობა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, იქიდან გამომდინარე, რომ სიმპტომები გაცილებით მსუბუქი ფორმითაა გამოვლენილი,”- აცხადებს ვილნიუსის უნივერსიტეტის საავადმყოფოს დირექტორი.



სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიაში, თექვსმეტივე ფედერალური მიწის პრემიერ მინისტრები მხარს უჭერენ სავალდებულო ვაქცინაციას კორონავირუსის წინააღმდეგ. პირველი საპარლამენტო დებატები იანვრის ბოლოს გაიმართება.

ამ დროს კი, დიდბრიტანეთში ასობით სამხედრო საავადმყოფოებში, სასწრაფო დახმარების სადგურებზეა განაწილებული, არასაკმარისი მედპერსონალის გამო.

იანვრის თვის დასაწყისში ბრიტანეთის სამედიცინო დაწესებულებებში, დაახლოებით, 39 ათასი კადრი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google