ჯანდაცვა
საქართველოში „ომიკრონის“ 87 ახალი შემთხვევაა დადასტურებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1096 შემთხვევა.

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში დადასტურებული იყო „ომიკრონის“ 1009 შემთხვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ, ბოლო 24 საათში, ამ შტამით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდცვლილია კიდევ 36 პაციენტი.
| Print |
FaceBook Twitter Google