ჯანდაცვა
გურჯაანის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რვა კოვიდინფიცირებული იმყოფება
გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში 20 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. ამის შესახებ speqtri.ge-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, რვა მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ამ რვა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი 12-ის კი - მსუბუქია. რაც შეეხება საწოლფონდს, თავისუფალი ადგილები გვაქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში მოიმატა შემთხვევებმა, თუმცა საგანგაშო არაფერია,"-განაცხადა გელა ორველაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 683 - კახეთში.
| Print |
FaceBook Twitter Google