ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 150 ადამიანი დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 175 923.


ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 009 778. კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 980 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.75% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.80%.

| Print |
FaceBook Twitter Google