ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსი 1 110 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  ბოლო 24 საათში საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  1 418 027-ს შეადგენს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა - 1 654, იმერეთი - 2 760, ქვემო ქართლი - 980, შიდა ქართლი -1 184, გურია - 580, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 327, კახეთი - 1 110, მცხეთა-მთიანეთი - 410, სამცხე-ჯავახეთი - 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 99.


| Print |
FaceBook Twitter Google