ჯანდაცვა
კახეთში კორონავირუსის 599 შემთხვევა გამოვლინდა
დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების  599 შემთხვევა გამოვლინდა.
კახეთის საზოვადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათგან: ახმეტში -36, გურჯაანში-90, დედოფლისწყაროში- 63, თელავში-146, ლაგოდეხში- 95, საგარეჯოში-60, სიღნაღში-72 , ხოლო ყვარელში  - 37 შემთხვევა დაფიქსირდა.

"დღის განმავლობაში, აღებული  იქნა 2 181 ტესტი, საიდანაც 599 დადებითი აღმოჩნდა. კორონავირუსის დაწყებიდან დღემდე, რეგიონში ინფიცირებულ პირთა საერთო რაოდენობა 7891-ს შეადგენს. ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 3 875-ია, მათ შორის 3 579 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 50 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 246 იმყოფება კოვიდ კლინიკაში,"-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.


დღეს, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის სულ 7 482 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 32 პაციენტი.
| Print |
FaceBook Twitter Google