ჯანდაცვა
საქართველოში მედიკამენტების ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია შეიქმნება
Საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე.

მისივე თქმით, ქვეყანაში შეიქმნება წამლის ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში წამლის ლაბორატორიის შექმნაზე, რომელიც მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებს.

"მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია იმისთვის, რომ ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე წარმოებული ან შემოტანილი, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის . ამ პროცესს მაქსიმალურად გავაკონტროლებთ", - ამბობს პრემიერი.

მან მთავრობის სხდომაზე ასევე თქვა, რომ თურქეთიდან საქართველოში უკვე შემოვიდა მედიკამენტების ნაწილი.

"წამლები უკვე შემოსული და ხელმისაწვდომია აფთიაქებში. ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მედიკამენტის ფასი მანამდე თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში ფასები მედიკამენტებზე 60-დან 80 პროცენტამდეა შემცირებული და როგორც მინიმუმ, განახევრებულია... ათეულობით სხვა დასახელების მედიკამენტი არის შეტანილი რეგისტრაციისთვის სამინისტროში", - თქვა პრემიერმა.
| Print |
FaceBook Twitter Google