ჯანდაცვა
მარტის ბოლომდე „ფაიზერის“ ახალი პარტია შემოვა - ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მარტის ბოლომდე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინების ახალი პარტია შემოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია, რაზეც ასევე მიუთითებს ჰოსპიტალიზაციის მკვეთრად შემცირებული მაჩვენებლი.
„ჩვენ პიკი ნამდვილად გადავიარეთ. დღეს ინფიცირების შემთხვევები უკვე 1000-ზე ნაკლები გვქონდა. შემცირების ტემპი ისევ გაგრძელდება. რაც შეეხება ტესტირებების შემცირებას, ამის გამო არ არის ინფიცირებულების რაოდენობა შემცირებული. ჩვენ აქტიურად ვუყურებთ თუ რამდენი ჰოსპიტალიზაციაა ყოველდღე და თუ ნახავთ, ეს მაჩვენებლებიც საკმაოდ შემცირებულია. თუ თებერვლის შუა რიცხვებში გვქონდა 6000-მდე ათვისებული საწოლი ჰოსპიტალში. დღეს უკვე 2000-მდე ჩამოვედით, ესეც მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პიკი გადავლილია და ქვეყანა მიდის დამშვიდებისკენ“, - განაცხადა აზარაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google