ჯანდაცვა
ჯეო ჰოსპიტალსი 18 წლამდე პაციენტებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესო ზენაიშვილი და ექიმთა გუნდი, გურჯაანის 0-დან 18 წლამდე პედიატრიული ასაკის პაციენტებს უფასო აქციის ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო კვლევასა და კონსულტაციებს სთავაზობს.
აქცია 28 ივლისს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევს:

• ზოგადი პედიატრი
• ნეფროლოგი-პედიატრი
• ბავშვთა ქირურგი
• ზოგადი ქირურგი
• ბავშვთა ტრავმატოლოგ-ორთოპედი
• ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგი
• ბავშვთა ენდოკრინოლოგი
• ბავშვთა ნევროლოგი
• ბავშვთა ექო-კარდიოსკოპისტი
• ყბა-სახის ქირურგი


| Print |
FaceBook Twitter Google