ჯანდაცვა
კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 15.47%-მდე გაიზარდა
საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 802-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში (24-31 ივლისი), გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ვირუსით ინფიცირებული 10 233 პაციენტი.

მათივე ცნობით, ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი, აღნიშნულ პერიოდში, 15.47%-მდე გაიზარდა.

შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში ფიქსირდება, ყველაზე ნაკლები კი - სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლუჩხუმ-ქვემო სვანეთში.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

  • თბილისი – 6 005 შემთხვევა;
  • იმერეთი – 1 458;
  • აჭარა – 1 382;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 737;
  • გურია – 579;
  • შიდა ქართლი – 423;
  • კახეთი – 388;
  • ქვემო ქართლი – 334;
  • მცხეთა – მთიანეთი – 218;
  • სამცხე-ჯავახეთი – 139;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 139.

 

| Print |
FaceBook Twitter Google