ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით,
საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გარდაიცვალა 8 პაციენტი და გამოჯანმრთეელდა - 11 199.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი
კვირის განმავლობაში სულ ჩატარებულია 67 482 ტესტირება ანტიგენით.
ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავაც თბილისშია, ყველაზე
დაბალი კი - სამცხე-ჯავახეთში.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
- თბილისი – 5 726 შემთხვევა;
- იმერეთი – 1 955;
- აჭარა – 1 273;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 024;
- გურია – 664;
- შიდა ქართლი – 545;
- კახეთი – 530;
- ქვემო ქართლი – 473;
- მცხეთა – მთიანეთი – 193;
- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 174.
- სამცხე-ჯავახეთი – 172;
მასალის გამოყენების პირობები