ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი და გამოჯანმრთეელდა - 11 199.



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში სულ ჩატარებულია 67 482 ტესტირება ანტიგენით.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავაც თბილისშია, ყველაზე დაბალი კი - სამცხე-ჯავახეთში.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

  • თბილისი – 5 726 შემთხვევა;
  • იმერეთი – 1 955;
  • აჭარა – 1 273;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 024;
  • გურია – 664;
  • შიდა ქართლი – 545;
  • კახეთი – 530;
  • ქვემო ქართლი – 473;
  • მცხეთა – მთიანეთი – 193;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 174.
  • სამცხე-ჯავახეთი – 172;
| Print |
FaceBook Twitter Google