ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის იზოლაცია სავალდებულო აღარაა
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. თუმცა, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 27 სექტემბრის დადგენილებაშია ნათქვამი.

„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ.: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ.)).“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

დადგენილება, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე, უკვე ამოქმედდა.
| Print |
FaceBook Twitter Google