ჯანდაცვა
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 22 ნოემბრამდე უფასო იქნება
დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 22 ნოემბრამდე უფასო იქნება.
მათივე თქმით, ნებისმიერი მსურველი მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება,“-აცხადებენ სამინისტროში.

გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google