ჯანდაცვა
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას ახალი დირექტორი ეყოლება. გიორგი შათირიშვილი მოვალეობის შესრულებას სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან შეუდგება.
როგორც, სამედიცინო დაწესებულების მოქმედი ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში განმარტავს, თავად სამუშაოდ თბილისში გადადის.

„ახლა მიმდინარეობს მზადება, მე გადავალ ჯეოჰოსპიტალსის თბილისის კლინიკაში როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კლინიკური მენეჯერი. აქ გვეყოლება დირექტორად გიორგი შათირიშვილი, რომელიც მოვალეობის შესრულებას, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან შეუდგება. “-ამბობს გელა ორველაშვილი.

ცნობისთვის, გელა ორველაშვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსს 2020 წლიდან ხელმძღვანელობს.
| Print |
FaceBook Twitter Google