ჯანდაცვა
უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაცია პენსიონერებისთვის
29 აპრილს „ავერსის კლინიკის“ გურჯაანის ფილიალში ჩატარდება უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაცია საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის.
კონსულტაციებს ჩაატარებს „ავერსის კლინიკის“ ოფთალმოლოგიური სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი პეტრიაშვილი.

აქციის ფარგლებში პაციენტები უფასოდ მიიღებენ შემდეგ მომსახურებას:

• თვალის ფსკერის დათვალიერება
• ტონომეტრია (თვალშიდა წნევის გაზომვა)
• მხედველობის სიმახვილის შემოწმება
• ექობიომეტრია
• საჭიროების შემთხვევაში თვალის კაკლის ულტრაბგერითი კვლევა

ცნობისთვის, კონსულტაციები ჩატარდება 10:00 საათიდან 14:00 საათამდე







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კონსულტაცია /