ჯანდაცვა
კახეთი-იონს ფრანგი სტუმრები ეწვივნენ
30 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი.
კახეთი-იონის“ ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა საფრანგეთის ყოფილი მინისტრი თანამშრომლობის საკითხებში ბატონი ანრი დე რენკური, კახეთი-იონის პრეზიდენტი ბატონი ერიკ ჟანტი, ვიცე პრეზიდენტი ბატონი ჟაკ სიმარი და კლინიკის გენერალური დირექტორი ქალბატონი თამარ ცანკაშვილი.

სტუმრებმა დაათვალიერეს სამედიცინო ცენტრი. აღინიშნა, რომ კახეთი-იონი არის საქართველოს და საფრანგეთის ურთიერთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. ელჩის განმარტებით, საფრანგეთის საელჩო ყოველთვის ყურადღებით დააკვირდება კლინიკის მუშაობას. მან თანადგომა აღუთქვა შემდგომი განვითარების პროცესში.












| Print |
FaceBook Twitter Google