ჯანდაცვა
სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელფასი 10%-ით იზრდება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი იზრდება.
უწყების ცნობით, ხელფასი 10 %-ით გაიზრდება. ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

“ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536 ლარი, პარამედიკოსის - 2184 ლარი, მოტომედიკოსის - 2184 ლარი, უმცროსი ექიმის - 1800 ლარი, ექთნის- 1664 ლარი, მძღოლის - 1520 ლარი, დისპეტჩერის - 1392 ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648 ლარი, ცვლის უფროსის - 2560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის -2128 ლარი, ოპერატორის -1024 ლარი.”-აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.











| Print |
FaceBook Twitter Google