კულტურა
გურჯაანის თოჯინების თეატრმა შშმ პირებს უმასპინძლა

დღეს გურჯაანის თოჯინების თეატრში გაიმართა სპექტაკლი "საახალწლო კარნავალი ზღაპრის გმირებთან", რომელსაც სხვა მაყურებელთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც ესწრებოდნენ.


"დღევანდელი დღე ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. თეატრი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგიდან ჩამოსულ შშმ პირებს მასპინძლობს. ისინი უფასოდ დაესწრნენ წარმოდგენას და საახალწლო კარნავალს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შობა-ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე გამორჩეულია იმითაც, რომ ქართული თეატრის დღეა. ჩემს კოლეგებს ყველას ვულოცავ და ვისურვებდი, რომ თეატრს უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდეს."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში თოჯინების თეატრის დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ბავშვებმა მანეჟში გადაინაცვლეს, სადაც მოეწყო მეჯლისი. დასასრულს, თოვლის პაპამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრები უფასოდ დაურიგა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google