კულტურა
პიკასოს ბიჭები გურჯაანში
გურჯაანის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში 15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით,  „პიკასოს ბიჭების“ კონცერტი ჩატარდება. ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ: კობა ბარათელი, გია ტაბიძე და მამუკა ჭუმბურიძე. სხვადასხვა იუმორისტულ ნომრებთან ერთად, კონცერტზე  წარმოდგენილი იქნება ასევე,  ახალი თაობის მიერ დადგმული მიუზიკლი „თინეიჯერების სკოლა.“

მსმენელისთვის საყვარელი ჯგუფი „პიკასოს ბიჭები“ ფართო საზოგადოების წინაშე პირველად 1991 წლის 4 აგვისტოს წარსდგა.  მათი მოღვაწეობა დღემდე 25 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში „პიკასოს ბიჭებს“ სცენა „არ გაუციებიათ“, ჩაატარეს ათასობით კონცერტი დიდ  ქალაქებსა და რეგიონებში, რომელიც ყოველთვის  ანშლაგით მიმდინარეობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google