კულტურა
„ისინი ქმნიან ისტორიას“ - წიგნი ნელი გობეჯიშვილის ავტორობით
17 აპრილს 16:00 საათზე თბილისში საპარლამენტო ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში, გაიმართება ნელი გობეჯიშვილის წიგნის - „ისინი ქმნიან ისტორიას“ -პრეზენტაცია.

როგორც ჩვენთან საუბარში წიგნის რედაქტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიროსმანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნელი გობეჯიშვილმა აღნიშნა, წიგნში 46 ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობაა აღწერილი.

„წიგნში შესული არიან ქართველი - ძირითადად ქიზიყელი ხელოვანები, მეცნიერები, სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები და ა.შ. ყველა პიროვნება ამჟამად მოღვაწეობს თავის სფეროში, მხოლოდ სამი პიროვნებაა ისეთი, ვინც წინა საუკუნეებში ცხოვრობდნენ - ალექსანდრე ალადაშვილი- დიდი ექიმი და მეცნიერი, ნიკო ფიროსმანაშვილი და ჰამლეტ გონაშვილი. მოთხრობილია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებმაც თავისი სიტყვა თქვეს საქართველოს განვითარებაში. შეეხოთ ომი, ნგრევა, მაგრამ მაინც მყარად დგანან ფეხზე. სწორედ ამ ადამიანებზეა თითო ნარკვევი დაწერილი.“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, წიგნზე შემოქმედებითი ჯგუფი დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში მუშაობდა. სარედაქციო კოლეგიას წარმოადგენს მანანა გელაშვილი, ნანული ჭავჭანიძე, თამარ ოთიაშვილი და ნანა ბეგიაშვილი. წიგნის გამოცემაში ასევე დიდი დამსახურება მიუძღვის ოთარ კეკელაშვილს.

ნელი გობეჯიშვილის თქმით, წიგნში გამოყენებულია ნიკო ფიროსმანის ნახატები. პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან: წიგნის გმირები, მათი ახლობლები და სტუდენტები.


| Print |
FaceBook Twitter Google