კულტურა
"ბაზალტის ცრემლები" - წიგნის პრეზენტაცია გურჯაანში
საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გურჯაანელი პოეტის ნუნუ ყალაბეგაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.


"ბაზალტის ცრემლები" - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ავტორმა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით გამოსცა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გამართა,"– აღნიშნა "საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" ორგანიზატორმა ლია გოდელაშვილმა.

"დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემი პოეზიის ერთგვარი შემაჯამებელი საღამოა. მართალია, კრებული სრულყოფილი არ არის და არ მოიცავს მთელ ჩემს შემოქმედებას, მაგრამ ჩემი სულიერი სამყაროს ნაწილია,"-აღნიშნა ნუნუ ყალაბეგაშვილმა.

პრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად გამგეობის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google