კულტურა
რატომ დაიწყო დათო კენჭიაშვილის ტურნე კახეთიდან
დღეს 19.00 საათზე გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართება დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი. Speqtri.ge-მ კონცერტის დაწყებამდე, მომღერალთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი საკონცერტო ტურნე კახეთიდან დაგეწყოთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ქართლელი ვარ, ძალიან მიყვარს ეს მხარე, უამრავი მეგობარი და მსმენელი მყავს, ამიტომ არ მქონდა უფლება ჩემი ტურნე ამ კუთხით არ დამეწყო. აქაურებს დიდ პატივს ვცემ.

- გურჯაანის შემდეგ სად აპირებთ კონცერტის გამართვას?
- კახეთის რეგიონში კონცერტებს გავმართავთ ახმეტასა და თელავში, ამის შემდეგ საქართველოს სხვა კუთხეებს ვესტუმრებით.

- როგორი მოლოდინი გაქვთ გურჯაანელი მსმენელისგან?
- მე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა გურჯაანის კულტურის ცენტის ღონისძიებებში. აქაური მსმენელი კულტურული და ყოველთვის თბილია ჩემს მიმართ, ამიტომ ძალიან მომწონს.

| Print |
FaceBook Twitter Google