კულტურა
ბესო კალანდაძის საქველმოქმედო კონცერტი გურჯაანში
15 ივლისს 19:00 საათზე გურჯაანის კულტურის ცენტრში მომღერალ ბესო კალანდაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი „ბესო კალანდაძე და მეგობრები“.


საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ: ბესო კალანდაძე, ზურაბ დოიჯაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე, მაკა ქაჯაია, უჩა კორძაია და ნუგზარ ერგემლიძე.
„საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, კახეთის რეგიონში, უკვე დავიწყეთ კონცერტების ჩატარება. ვიყავით ლაგოდეხში, ყვარელში და ახლა ვართ გურჯაანში. მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ადამიანები, რომელთაც შექმნეს ქართული ესტრადის ეპოქა. სადაც ჩავდივართ, არის სრული ანშლაგი და ვფიქრობ, ანალოგიურად იქნება გურჯაანშიც. ამის შემდეგ კონცერტი გვექნება თელავში და შემდეგ უკვე დასავლეთ საქართველოში. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა. შემოსული თანხით, დავეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს,“-აღნიშნა ანსამბლ ივერიის პროდიუსერმა თამაზ ქაჯაიამ.

კონცერტი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნური ხმების“, ინტერნეტ ჟურნალ „ვარკვლავების“, ტელეკომპანიების „შონი TV“, „გურჯაანი TV“-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ბილეთები იყიდება გურჯაანის კულტურის ცენტრში, ფასი 5 ლარი.
| Print |
FaceBook Twitter Google