კულტურა
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი გურჯაანში კინოჩვენებას იწყებს
გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ფილმების ჩვენება მოეწყობა. იდეა სტუდენტებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის.

-"სხვადასხვა კულტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, ამ ეტაპზე გვინდა კინოჩვენებებით დავიწყოთ. ჩვენი მხარდამჭერია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. დასწრება თავისუფალია და ყველა მაყურებელზეა გათვლილი. გურჯაანში მსგავსი ღინისძიებების ნაკლებობაა და გადავწყვიტეთ, ცოტა გამოვაცოცხლოთ. გვინდა, იდეა  განვავრცოთ და სხვადასხვა აქტივობები დავამატოთ. მთავარია, ახალგაზრდები მოვიდნენ, მხარი დაგვიჭირონ და თავიანთი იდეებიც გაგვიზიარონ"-აღნიშნეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

ფილმების ჩვენება 27 ივლისს დაიწყება და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ იხილონ რობერტო ბენინის ფილმი "ცხოვრება მშვენიერია".
| Print |
FaceBook Twitter Google